Saturday, October 10, 2009

ერის სულიერი მოძღვარი საქართველოს პატრიარქი ილიაII


პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ ერის სულიერი მამის ცხოვრება და მოღვაწეობა,მისი ცხოვრების ცნობილი თუ არა ცნობილი დეტალები,აიმაღლონ ცოდნა საკუთარი რელიგიის შესახებ.


პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებს ვაძლევ მითითებას მოიძიონ მასალა საქართველოს პატრიარქის შესახებ,მოსწავლეებმა იციან ვინ არის საქართველოს პატრიარქი მხოლოდ იმ კუთხით ,რომლითაც მათ ხშირად დაუნახავთ,მაგრამ არ აქვთ ღრმა ცოდნა პატრიარქის ცხოვრების იმ დეტალების შესახებ, რომელიც კადრს მიღმაა. მოსწავლეებს ვასმენინებ პატრიარქის მიერ დაწერილ საგალობლებს ,ლოცვანს,სიმღერებს,ვაჩვენებ მისმიერ დაწერილ ხატებს .მოსწავლეებს უჩნდებათ სურვილი უფრო კარგად შეისწავლონ პატრიარქის ცხოვრებისეული დეტალები და თვითონვე იძიებენ ინტერნეტის საშუალებით უამრავ ფოტომასალას ასევე ვიდეო მასალას , მასალის მოსაძიებლად იყენებენ სხვა და სხვა საიმფორმაციო წყაროს მაგ:პრესიდან მოაქვთ ამონარიდები,ბიბლიოთეკიდან სხვა და სხვა მასალები.ვუზიარებთ ერთმანეთს მოძიებულ მასალებს ,გვაქვს დისკუსია,მსჯელობა დასმული საკითხის შესახებ,შეფასება,და გაანალიზება.










მოსწავლეების ასაკი: 10 -11


ვადა:1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში:მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, დამხმარე ლიტერატურის საშუალებით,პრესით,ვიდეო მასალებით,კლასში მიმდინარე მსჯელობა დისკუსიით.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს აქვთ საშუალება მოძიებული ფოტო თუ ვიდეო მასალის სშუალებით ,გაიზიარონ მათი სულიერი მოძღვრის განვლილი გზა,გაიღრმაონ ცოდნა ქრისტიანულ რელგიური მოძღვრების შესახებ,საფუძვლიანად იცოდნენ მათი სამშობლოს უახლოესი რელიგიური აწმყო ,იცოდნენ ვისი გორისანი არიან,იცხოვრონ იმ ნათელი გზით რომელსაც ქრისტეს გზა ჰქვია .
მოინახულონ ექსკურსიის მეშვეობით,საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ლოცვა- კურთხევით აგებული სამების უმშვენიერესი საკათედრო ტაძარი,დაესწრონ საქართველოს პატრიარქის ქადაქებას,ეს მოსწავლეებში დადებით ემოციის გამომწვევი იქნება და ამავე დროს მოსწავლის სულიერი აღზრდისთვის მეტად მნიშვნელოვანი .


მოსწავლეები გამოუშვებენ კედლის გაზეთს სახელწოდებით:,,საქართველოს პატრიარქი ილია II"
შექმნიან მოპოვებული მასალის საფუძველზე ფოტო გალერიას და გამოუშვებენ სტენდს
ასევე მიიღბენ მონაწილობას პატრიარქისადმი მიძრვნილ ისტორიულ- რელიგიურ კომპოზიციაში,რომელიც მასწავლებლის მიერ იქნება წინასწარ დაგეგმილი.

სარგებელი სხვისთვის: სხვა კლასის მოსწავლეები და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი,ასევე მოსწავლეთა მშობლები გაეცნობიან ფოტო გალერიას.პოტო მასალის საშუალებით კიდევ ერთხელ შეიგრძნობენ იმ დიდ სულიერებას ,რომელიც ჩვენამდე ასე ნასათუთებად მოიტანა საქართველოს პატრიარქმა და შეინარჩუნა საქართველოს სულიერი ღირსება.

სამუშაო ენა: ქართული ენა:საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი დაგეგმილია ეროვნილ სასწავლო გეგმის საფუძველზე.პროექტი კავშირშია ისტორიულ კვლევასთან,რელიგიის კულტურასთან ,გეოგრაფიასთან და ა.შ
პროექტის ფასილიტატორი: ლელა წურწუმია

ფასილირტატორის ელ. ფოსტა: lela.tsu@gmail.com

ჩემი პორტფოლიო